Monday, July 10, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს იყო ჩვენი ტრენინგის შემაჯამებელი დღე. ამ დღეს დავასრულეთ ბლოგზე პრეზენტაციების ატვირთვა, ვისწავლეთ ახალი გვერდების დამატება, ასვე ბლოგზე სურათებისა და ჩვენთვის საჭირო ლინკების ატვირთვა, ტექნიკურად გაფორმება. მოვისმინეთ ტრენინგის მსმენელთა პრეზენტაციები. ამ ტრენინგის განმავლობაში შევიძინე ცოდნა პროექტის დაგეგმისა და შემდგომი დამუშავების, მხატვრული გაფორმების  მიზნით, გავიხსენე ბლოგზე მუშაობის პრინციპები. ვიმედობნებ, რომ შეძენილი  უნარ-ჩვევები გამომადგება პროფესიული წინსვლისთვის. მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და პირადად ტრენერს გაწეული საქმიანობისთვის.

მოსწავლის პრეზენტაცია

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

Saturday, July 8, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მსვლელობის დროს შევისწავლე ბლოგზე მუშაობის ელემენტები, კერძოდ ბლოგის დიზაინი, ფორმატი, საქაღალდის ატვირთვა, გაჯეტების დამატება და კითხვარის შედგენა და ატვირთვა, პორტფოლიოს შექმნა.  მივიღე ჩემთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია. ვეცდები განვაგრძო ბლოგზე მუშაობა. ელ.კითხვარის შედგენა გამოვიყენო ტესტების შედგენის დროს. ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა.

Thursday, July 6, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველ ნახევარში განვიხილეთ შესრულებული დავალება, კერძოდ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების გეგმის ნიმუში, ვისწავლეთ ჩვენი დოკუმენტაციის draiv-ში ატვირთვა და განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. ტრენინგმა ჩაიარა სამუშაო გარემოში, მივიღეთ  შესასრულებელ დავალებებზე ინსტრუქცია. დიდი მადლობა, შევიძინე ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.

Sunday, July 2, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვამეორებინა PowerPoint-ში "სლაიდ შოუს" აწყობის ხერხები. დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის ნიმუშზე. მოვიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია და ავაწყეთ სლაიდები. ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის აწყობის დიზაინი. საავტორო უფლების დაცვის მიზნით ვისწავლეთ მოძიებული ინფორმაციის წყაროს მითითების აღნიშვნა. განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ჩავინიშნეთ ახალი დავალება. ტრენინგმა  ჩაიარა აქტიურ, სამუშაო გარემოში. დიდი მადლობა.

Saturday, July 1, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის დროს დეტალურად განვიხილეთ ბუკლეტის როგორც შინაარსობრივი მხარე, ასევე ვიზუალური, გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები. განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩოს სტრატეგიები და შეფასების ინსტრუმენტები პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობის დროს და დასასრულს. ასევე გავიხსენეთ პროგრამა  PowerPoint-ში სლაიდების აწყობისა და გაფორმების  ხერხები.ჩავინიშნეთ დავალება.
ტრენინგმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, ბევრ ჩემთვის საჭირო დეტალს მივაქციე ყურადღება. დიდი მადლობა.