ჩემ შესახებ

 ციცინო გასიტაშვილი -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
 ვმუშაობ - სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში.
 დავიბადე 1963 წლის 25 მაისს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში, დედა- იურისტი, მამა- ინჟინერ -მემეანქანე. მყავს ორი ძმა. 1980 წელს დავამთავრე თბილისის 85-ე საშუალო სკოლა და  1984 წელს ჩავირიცხე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მომენიჭა სამართლისცოდნის კვალიფიკაცია. ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე- დავით ზარიძე, და ქალ-ვაჟი.
ვაჟი დაოჯახებულია.
 1994 წელს დავიწყე მუშაობა წყალსადენის ელემენტარულ სკოლაში და ვასწავლიდი რუსულ ენას, ხელოვნებას. სკოლის ოპტიმიზაციის შემდეგ, 2008 წელს მუშაობა განვაგრძე სოფელ  წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად.2014 წლიდან ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი. მომანიჭეს უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაცია, პარალელურად ვასრულებ საქმისმწარმოებლის ფუნქციას.

No comments:

Post a Comment