Sunday, June 25, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო დავალების განხილვით. საკუთარ ბლოგზე ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ატვირთვა. ტრენერმა აგვიხსნა ბლოგში როგორ შევძლოთ მიმოწერა და ჩვენი აზრის დაფიქსირება. შემდეგ დავხვეწე ბუკლეტის აწყობა და საჭირო სურათების ჩასმა, ვისწავლე ბუკლეტის დიზაინი. ჩავინიშნე დავალება. ტრენინგმა  მშვიდ და სამუშაო გარემოში ჩაიარა.

"სად მივყავართ დროის მანქანას, ანუ მოგზაურობა წარსულში (ძვ.ეგვიპტე, ძვ.საბერძნეთი, ძვ. რომი)"

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები : 

ზოგადი კითხვა - 1. „დროის მანქანა“ რომ გქონდეთ, რომელ ეპოქაში ისურვებდით
 მოგზაურობას?


თემატური კითხვა - 1. გსმენიათ ძველი ეგვიპტის, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის  იმპერიის შესახებ?
 2. თქვენი აზრით, რატომ შევისწავლით ამ ქვეყნების კულტურულ  მემკვიდრეობას?

შინაარსობრივი კითხვა - 1. დამისახელეთ ამ ქვეყნებში მდებარე ღირსშესანიშნაობები:
 ა)  ძველი ეგვიპტე;
 ბ) ძველი საბერძნეთი;
 გ) ძველი რომი:
 2. რატომ აგებდნენ  ეგვიპტეში პირამიდებს?
 3. რა მიზნით იგებოდა საბერძნეთის ტაძრები?
 4. ძველ რომში რა დანიშნულება ჰქონდა კოლიზეუმს?
 5. ძველი ეგვიპტის მასტაბების მოხატულობისთვის რა იყო დამახასიათებელი, როგორია ამ  
 ფრესკების კომპოზიციური  და შინაარსობრივი აგების პრინციპი, ადამიანთა გამოსახვის
 კანონები.
 6. რომელი ორდერის სვეტები ამშვენებდა პართენონის ტაძარს და რა იყო ამ ორდერთა       
 განმასხვავებელი ნიშნები და ა.შ.


Saturday, June 24, 2017

მესამე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ტრენინგის მსმენელთა მიერ პროექტისთვის მომზადებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. სხვადსხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოითქვა განსხვავებული აზრი. განვიხილეთ ბუკლეტებთან დაკავშირებული მოსაზრებები, დავხვეწავთ და ავტვირთავთ ხვალინდელი ტრენინგის დროს.
ტრენინგმა ჩაიარა საქმიან გარემოში, გავეცანით ჩვენთვის საინტერესო და გასათვალისწინებელ მოსაზრებებს კითხვებთან დაკავშირებით.

Sunday, June 11, 2017

მეორე დღის რეფლექსია:

ტრენინგის მეორე დღე დაიწყო  წინა ტრენინგის რეფლექსიით. 
მოვისმინეთ მსმენელთა მიერ წინასწარ მოფიქრებული პროექტების სათაურები და მოკლე შინაარსი, განვიხილეთ პროექტების შექმნის სავარაუდო გზები და მიმართულებები. გავიხსენეთ  ახალი საქაღალდის შექმნის ხერხი  და მოვამზადეთ პროექტის ნიმუში შემდგომი მუშაობისთვის.  ასევე ვისაუბრეთ პროექტთან დაკავშირებით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ტრენინგი ჩატარდა მშვიდ-საქმიან გარემოში.

Saturday, June 10, 2017

პირველი დღის რეფლექსია

  ინტელის მესამე დონის ტრენინგზე გადავწყვიტე მოსვლა, რადგან კომპიუტერის ზოგ პროგრამასთან მუშაობის რაღაც ნიუანსები მქონდა დავიწყებული, გარდა ამისა ვიცოდი, რომ უნდა შემესწავლა პროექტების დაგეგმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
  ტრენინგის დაწყებამდე სამუშაო ოთახში დამხვდა სასწავლო გარემო და შემდგომი პერიოდი წარიმართა სამუშაო გარემოში.
  ტრენერმა გაგვაცნო ორგანიზაციული საკითხები: რომელ დღეებში, რა ხანგრძლიობით ჩატარდებოდა ტრენინგი. გაგვაცნო აგრეთვე ტრენინგის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი, მოდულის საკვანძო საკითხები და გვაჩვენა ვიდეო-კლიპი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ სასწავლო პროცესში. ვისაუბრეთ დამატებითი რესუსების შესახებ: კერძოდ, რაში მდგომარეობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. აგრეთვე ვიზუალურად გვაჩვენა პროექტის შესავსები ნიმუში და ანალოგიური გზით შექმნილი უკვე არსებული პროექტი.
 მსმენელებს შეგვახსენა ელფოსტის შექმნის ხერხი, წერილის შექმნა და გადამისამართება. შევქმენით ბლოგი. ვისწავლეთ ბლოგზე წერილის განთავსება და გამოქვეყნება.
 ტრენერმა გაგვაცნო შესასრულებელი სამუშაო შემდგომი მეცადინეობისათვის.