ზოგადი კითხვა - 1. „დროის მანქანა“ რომ გქონდეთ, რომელ
ეპოქაში ისურვებდით
მოგზაურობას?
თემატური კითხვა - 1.
გსმენიათ ძველი ეგვიპტის, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის იმპერიის შესახებ?
2. თქვენი
აზრით, რატომ შევისწავლით ამ ქვეყნების კულტურულ
მემკვიდრეობას?
შინაარსობრივი კითხვა
- 1. დამისახელეთ ამ
ქვეყნებში მდებარე ღირსშესანიშნაობები:
ა) ძველი ეგვიპტე;
ბ) ძველი
საბერძნეთი;
გ) ძველი
რომი:
2. რატომ
აგებდნენ ეგვიპტეში პირამიდებს?
3. რა
მიზნით იგებოდა საბერძნეთის ტაძრები?
4. ძველ
რომში რა დანიშნულება ჰქონდა კოლიზეუმს?
5. ძველი
ეგვიპტის მასტაბების მოხატულობისთვის რა იყო დამახასიათებელი, როგორია ამ
ფრესკების
კომპოზიციური და შინაარსობრივი აგების
პრინციპი, ადამიანთა გამოსახვის
კანონები.
6. რომელი
ორდერის სვეტები ამშვენებდა პართენონის ტაძარს და რა იყო ამ ორდერთა
განმასხვავებელი
ნიშნები და ა.შ.
ქალბატონო ციცინო თქვენი კითხვები მოსაწონია,თემატურ კითხვებში ხომ არ დაამატებდით -საქართველოს ტერიტორიაზე თუ ფიქსირდება რომაული, ეგვიპტური ან ბერძნული არქიტექტურული ძეგლები და რას უკავშირდება ეს?
ReplyDeleteსიამოვნებით დაგესწრებით პრეზენტაციაზე, რადგან ძალიან მიყვარს და ბევრი მაქვს წაკითხული ეგვიპტესა და რომზე. პატივისცემით თ. ცაბაძე
ReplyDeleteძალიან კარგი შეკითხვაა, მადლობა, გავითვალისწინებ ბერძნული ლარნაკების მოხატულობის შესწავლის დროს, რომლებიც აღმოჩენილ იქნა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ან თრიალეთში აღმოჩენილი "იმპერატორ ადრიანეს თასის" შესწავლის დროს. დიდი მადლობა
ReplyDelete