ინტელის მესამე დონის ტრენინგზე გადავწყვიტე მოსვლა, რადგან კომპიუტერის ზოგ პროგრამასთან მუშაობის რაღაც ნიუანსები მქონდა დავიწყებული, გარდა ამისა ვიცოდი, რომ უნდა შემესწავლა პროექტების დაგეგმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ტრენინგის დაწყებამდე სამუშაო ოთახში დამხვდა სასწავლო გარემო და შემდგომი პერიოდი წარიმართა სამუშაო გარემოში.
ტრენერმა გაგვაცნო ორგანიზაციული საკითხები: რომელ დღეებში, რა ხანგრძლიობით ჩატარდებოდა ტრენინგი. გაგვაცნო აგრეთვე ტრენინგის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი, მოდულის საკვანძო საკითხები და გვაჩვენა ვიდეო-კლიპი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ სასწავლო პროცესში. ვისაუბრეთ დამატებითი რესუსების შესახებ: კერძოდ, რაში მდგომარეობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. აგრეთვე ვიზუალურად გვაჩვენა პროექტის შესავსები ნიმუში და ანალოგიური გზით შექმნილი უკვე არსებული პროექტი.
მსმენელებს შეგვახსენა ელფოსტის შექმნის ხერხი, წერილის შექმნა და გადამისამართება. შევქმენით ბლოგი. ვისწავლეთ ბლოგზე წერილის განთავსება და გამოქვეყნება.
ტრენერმა გაგვაცნო შესასრულებელი სამუშაო შემდგომი მეცადინეობისათვის.
No comments:
Post a Comment